weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მარნეულში დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

11:05 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ჯეიხუნ ჩოიდაროვის და კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლეს, რომლებიც გუშინ, ღამით დაჭრეს, საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 პირი დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. ჯეიხუნ ჩოიდაროვს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. მინისტრის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

„გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავოთ. ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]