weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ფიროსმანში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13:45 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

კახეთში, სოფელი ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები 2017 ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - ფიროსმანისა და სამთაწყაროს  მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად.

პროექტს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აშენდა ახალი  სატუმბი სადგური, მოეწყო წყალაღების კვანძი  ჩამკეტი ფარით და გისოსით,  დამონტაჟდა  ტუმბო აგრეგატები სიმძლავრით 1500 მ3/სთ. აწევის სიმაღლე 180 მეტრი. პროექტით ასევე დაგეგმილია ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა.

შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო  პროექტს ახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]