weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სახალხო დამცველი მარნეულის მერის სექსისტურ გამონათქვამს ეხმიანება

19:22 ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმიანება მარნეულის სათემო რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მარნეულის ახლადარჩეული მერის თემურ აბაზოვისა და სოფელ კაჩაგანის მოსახლეობის შეხვედრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მყოფთა თქმით, მათი მეუღლეებისთვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი ქალების არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. აღნიშნულ მსჯელობას დაეთანხმა ასევე მარნეულის მერი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ალბათ, ამ დროს, შუადღე არის და თავიანთი მეუღლეებისთვის საკვებს ამზადებენ“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.აღნიშნული კიქმნის საფრთხეს, რომქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]