weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

აშშ მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და უჩა ნანუაშვილს - იან კელი

17:57 შაბათი, 18 ნოემბერი 2017

მერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. იან კელის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და იმედს გამოთქვამს, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად დამოუკიდებელი კანდიდატი შეირჩევა.

"ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ უჩა ნანუაშვილს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას",- ციტირებს "რუსთავი 2" იან კელის განცხადებას. 

ე.წ. "ციანიდის საქმეზე" მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველი გააკრიტიკეს. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენში არ არის განხილული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]