weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

19 წლის ჯარისკაცის მკვლელობაში ოჯახი მეთაურს ადანაშაულებს

15:24 კვირა, 17 დეკემბერი 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, 2 თვის წინ, 19 წლის ბექა რუსიას მკვლელობაში ოჯახი მეთაურს ადანაშაულებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბექა რუსია გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს.

გარდაცვლილის დედის თქმით კი, მისი შვილი მეთაურის იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიღუპა. ბექა რუსიას დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. „მეთაურის იარაღი რატომ იდო უპატრონოდ? ჩვენებაში ერთი ჯარისკაცი წერს, იარაღი იქ იდოო, მეთაური წერს მჭიდი ამოღებული იყოო. რომელია სიმართლე? რატომ არ აკავებენ იმ უფროსს, ვინც ჩემი შვილი მოკლა? მე მივმართე პროკურატურას ამ კაცის, ცვლის უფროსის დაკავების მოთხოვნით, მაგრამ მტკიცებულებები არ გვაქვსო. მე ბევრი სურათები მაქვს, საიდანაც ჩანს რომ უფროსის იარაღით თამაშობენ ჯარისკაცები. ყველაფერს გამოვააშკარავებ. არცერთს არ დავტოვებ იქ“, -ამბობს ბექა რუსიას დედა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ოჯახის წევრების თქმით, იმ ტერიტორიაზე კონტრაბანდაც გადმოაქვთ და ბექა რუსია შესაძლოა, მოიშორეს როგორც მოწმე.

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებები ერთმანეთის საწინააღმდეგოა.

„ოფიცრის იარაღითაა მოკული და ვერსია ასეთია, რომ თითქოს სხვა ჯარისკაცმა აიღო უნებართვოდ, რომელიც ერთ წელზე მეტია მსახურობს და არის ასეულის მსროლელი. მას აქვს უცნაური ჩვენება - ჩემდა უნებურად გადავტენეო ამბობს. ვერც კი აღვიქვი, როგორ გამოვკარი სასხლეტსო. გარდა ამისა, მომხდარიდან 7 საათის შემდეგ დაკითხეს ბრალდებული, მანამდე მან ხელიც დაიბანა და დენთის კვალიც კი არ აუღია გამოძიებას?“, - აღნიშნავს ადვოკატი ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესთან“ საუბარში.

წვევამდელი, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დააკავეს, დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]