weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

164 დევნილი და 208 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ბათუმში კორპუსები შენდება

17:17 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება, რომელშიც საცხოვრებელ ფართს დევნილთა 164 და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს. კორპუსების მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მისაღებად განაცხადების შევსება, საწყის ეტაპზე, მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N19-ში განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და 5 აპრილამდე გაგრძელდება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოსგან უკვე მიღებული აქვთ დახმარება, ან საცხოვრებელი გააჩნიათ, ბინებით ვერ დაკმაყოფილდებიან.

„განაცხადების განხილვის დროს, პირველ რიგში გამოვცხრილავთ ისეთ ოჯახებს, რომელთაც აქვთ ბინა - არა სახელმწიფოსგან მიღებული, არამედ მათ მიერ ნაყიდი, სადაც ცხოვრება შეუძლიათ. დარჩენილ ოჯახებს შორის ბინას მიიღებენ ისინი, ვისაც შედარებით მაღალი ქულა ექნება. ქულების მინიჭება ხდება იმის მიხედვით, არის თუ არა ოჯახი სოციალურად დაუცველი, ხომ არ არის მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობელი, ომის მონაწილეა თუ არა ოჯახის წევრი. მძიმე საცხოვრებელ პირობებში ითვლება მხოლოდ ცხოვრება სარდაფში, ფარეხში, ვაგონში. ამაში ვერ ჩაითვლება „მცირე ფართი მაქვს“ ან „წყალი ჩამომდის“. დანარჩენ ყველა კრიტერიუმს კონკრეტული დასკვნა და საბუთი სჭირდება. აჭარაში დაახლოებით 300 ოჯახია, რომელიც ასეთ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში.

სუბარის თქმით, სამინისტრო ბათუმში ბინების მშენებლობას გააგრძელებს: „ვაპირებთ, რომ განაცხადების მიღების არეალი გასცდეს აჭარის რეგიონს და სხვა დევნილებსაც ჰქონდეთ ბათუმში ბინის მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების ასაშენებლად დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]