weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან დაიწყება

16:08 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018-2019 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელიც 8-მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, გულისხმობს საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.

მესამე ეტაპის ვადებში - 2 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, შესაძლებელია მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით განხორციელდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 11 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]