weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20 %-ით გაეზრდებათ

17:32 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

პირველი ივლისიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20 %-ით იზრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.

როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხელფასი 3300-ზე მეტ მაშველს მოემატება. სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 იანვრის №38 დადგენილებით არის განსაზღვრული. რიგითი მეხანძრე-მაშველის ხელფასის ოდენობა, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 630 ლარიდან 1085 ლარამდეა.

მეხანძრე-მაშველებისთვის ხელფასების გაზრდა ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს დაანონსა: „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვზრდით ჩვენი მეხანძრეების ხელფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოვძებნეთ, ვაპირებთ შემდეგი თვიდან ხელფასები გავზარდოთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პირველი ივლისიდან ხელფასები პოლიციელებსაც გაეზრდებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]