weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზესტაფონში ავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა, სამი ადამიანი დაშავდა

12:33 შაბათი, 23 ივნისი 2018

დღეს, დილით, ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად და-ძმა, ლალი და თემურ მახარაძეები დაიღუპნენ. მათთან ერთად მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები თბილისიდან ოზურგეთში, ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ზესტაფონთან მანქანა გზიდან გადავიდა, ორჯერ გადაბრუნდა და ორმოში ჩავარდა. და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]