weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შსს ადასტურებს რომ მთავრობა მარიხუანას ექსპორტზე გატანის საკითხზე მუშაობს

16:59 სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მთავრობა ექსპორტზე გასატანად, სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება სისხლის სამართლის წესით დასჯადი დარჩება. 

„მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას“, - განაცხადეს შსს-ში.

ექსპორტზე გატანის მიზნით მარიხუანას მოყვანა-წარმოების საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც განიხილეს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, საუბარია „სამკურნალო მარიხუანაზე“.

„ის ტერიტორიები, სადაც შეიძლება მარიხუანას მოყვანაზე ლიცენზია გაიცეს, იქნება უმკაცრესად დაცული. ამაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომელსაც შსს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. სამინისტროს განცხადებით, კანონპროექტის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების პრაქტიკაში აღსრულება, მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოზარდების დაცვა და მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან აცილებაა.

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად სასჯელი მხოლოდ მარიხუანას მოხმარებაზე გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]