weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

დღეიდან, პირველი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა დასჭირდებათ. მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამი ლაბორატორიულად დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც დუბაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება და ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, ჩაერთოს პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკებების პროცესში, როგორც მედიატორი, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა როგორც საკუთრების…

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი ბავშვია. როგორც „რეგინფოს“ კლინიკა „არქიმედეს“ დირექტორმა, ნიკოლოზ ყარალაშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი პაციენტი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მისი თბილისში…

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული სულ მცირე 45 ადამიანი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა მათი წარმომადგენელი ილია ლეჟავა, რომელიც მინერალური წყალი „ნაბეღლავის“ სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ გაფიცულ თანამშრომლებს უწევდა დახმარებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკულ შტამთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]