weather cur horoscope tv
მაისი 09, 2024

საზოგადოება

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, 107 051 ლარი გასცა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2019-2020 წლებში საკრებულოს საქმიანობას ეხება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 84 762 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 18 274 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 21.56%-ია.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა თბილისში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 196 045 ლარი შეადგინა.

თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ორხევის დასახლებაში, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, მოქალაქეების წინააღმდეგობის ფონზე, უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია. ზოგიერთი დაზარალებული აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 64 412 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 17 066 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 26.5%-ია.

თბილისის მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელებს – ნუგზარ ბაქრაძეს და კახაბერ ბაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. 

პროკურორის ინფორმაციით, თბილისის მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისინი არიან. ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს, თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე 73 250 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც, ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 23.87%-ია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]