weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულებს – ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 38 306 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 6351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3043 ინფიცირებული, ხოლო 27 გარდაიცვალა.

შვეიცარიამ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩომ გაავრცელა. 

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სამშობლოში დაბრუნებული მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. პროკურატურა პოროშენკოს დაპატიმრებას ან გირაოს სახით…

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გუშინ და დღეს დილით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ტერიტორიას ნიშნავენ, რაც, სავარაუდოდ, მავთულხლართების გასაბმელად მოსამზადებელი სამუშაოებია.

სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია არ უტარდება. როგორც ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, მათთვის უცნობია, რატომ არ არის…

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ხელისუფლებას სთავაზობს, მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალოს, რომელსაც ის მის ეპარქიაში მოიხდის. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 63 605 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 8545 ინფიცირებული, 43 კი გარდაიცვალა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს. 

ლაგოდეხში ყოფილი ცოლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ბარბაქაძემ ბრალი აღიარა, თუმცა დუმილის უფლება…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]