weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულ შესაძლო დისკრიმინაციის შემცველ განცხადებებსა და მიდგომებს შეისწავლის. ლომჯარიას თქმით, სამინისტროები და სხვა საჯარო უწყებები ვალდებული არიან, მედიას…

ეკატერინე ტიკარაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 6000-მდე ბუსტერ (დამატებითი) დოზაა გაკეთებული. მისივე თქმით, მიმართვიანობა იზრდება. 

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, შუა ხნის მამაკაცმა ცოლი და შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მომხდარის შესახებ დილით გახდა ცნობილი. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი აქტიურად გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გურჯაანი ვაქცინაციის საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული 56 წლის ვადიმ კ.-სთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ბრალდების მხარემ ბერლინის სასამართლოში განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ვერ დასწრება. 9 დეკემბერს სხდომა სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა…

თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. ამგვარად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი „რუსთავი2“-ის 60%-იანი…

სოფელ ბაკურციხეში საჯარო სკოლის მიმდებარე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 55 130 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 4226 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4091 ადამიანი, 53 კი გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]