weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა. ამის შესახებ განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 51 756 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4534 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 74 ინფიცირებული, 3742 კი გამოჯანმრთელდა.

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა. კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ 17 და 18 ნოემბერს, არაწინასაარჩევნო პერიოდში, ეთერში განათავსა პოლიტიკური რეკლამა - სამი ვიდეორგოლი, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ერთ-ერთი…

„ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის. ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს, ალბათ, ჩვენი…

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების დარღვევა არ იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. დეპუტატების შეკითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გენადი მაკარიძე პასუხობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 52 987 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 4331 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4804 ინფიცირებული, 57 კი გარდაიცვალა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პერიოდის 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ავტორიზაციას მუნიციპალიტეტების ნაცვლად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი…

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული შეტყობინებს საფუძველზე დაიწყეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]