თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბასკონიას” მხრიდან კალათბურთს მხოლოდ თორნიკე შენგელია თამაშობდა. პარკეტზე მან 32 წუთი გაატარა და ჩინებული სტატისტიკა დაიწერა: 22 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება. იგი თანაგუნდელებს შორის ერთადერთი იყო, რომელაც ორმაგი დუბლი შეასრულა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ორივე გუნდის რიგებში. იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.
„თოკომოტივმა” 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნიდან კი, ოთხჯერ მეტოქის ფარზე იყოჩაღა.
რაც შეეხება შეხვედრას, გადამწყვეტი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ბასკებმა 15 ქულიანი სხვაობით დათმეს და შემდეგ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.