ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

მსოფლიო

სირიის სამხრეთ-დასავლეთში, სამთავრობო ძალებმა შეტევა დაიწყეს, რის შედეგადაც მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ათასობით ადამიანი გაიქცა.

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობაში ახალგაზრდები უფრო მეტად რელიგიურები, ვიდრე - ასაკოვანი ხალხი, მხოლოდ ორ ქვეყანაში არიან, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ საქართველოა.

შეერთებულ შტატებში სულ უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პრეზიდენტ ტრამპის ახალი პოლიტიკით უკმაყოფილოა. კერძოდ, საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც არალეგალ მიგრანტებს შვილები ჩამოერთმევათ და ისინი სახელმწიფოს მეურვეობაში გადავლენ.

ალჟირის მთავრობა სკოლის გამოსაშვები გამოცდების პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტს თიშავს. განათლების სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ამ გზით გამოცდებზე თაღლითობას თავიდან აიცილებენ.

ბილ გეიტსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარაა. ეს წოდება მან Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს კიდევ ერთხელ დაუთმო. ამ დროისთვის ჯეფ ბეზოსის ფინანსური მდგომარეობა $141 მილიარდია.

20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, გასულ წელს 68.5 მილიონს მიაღწია.

კანადის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც არასამედიცინო (რეკრეაციული) მიზნით მარიხუანას ფლობის, მოხმარებისა და გაყიდვის ლეგალიზებას ითვალისწინებს. ახალი კანონი ძალაში სექტემბრიდან შევა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ტოვებს.

რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების 51%-ზე მეტს სურს, რომ 2024 წლის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავ ვლადიმერ პუტინი დარჩეს. „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ…

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთ მოზარდ ბიჭს, რომელმაც მას ფამილარულად მიმართა და „მანუ“ დაუძახა, შენიშვნა მისცა და მოუწოდა, მისთვის ოფიციალურად მიემართა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]