weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მსოფლიო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტს უკრანელმა წამყვანმა არტიომ ოვდიენკომ აგინა. ვლადიმერ პუტინისადმი მიმართვა მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ლუსტრაციის კანონის გავრცელებას პრეზიდენტზე, მინისტრებზე, დეპუტატებზე, პროკურორსა და სხვა ჩინოვნიკებზე, რომლებიც თანამდებობას 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე…

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინული ტელეკომპანია NewsOne-ის მიერ რუსულ სახელმწიფო ტელეარხ Россия 1-თან ტელეხიდის მომზადება სახელმწიფო ღალატის მცდელობად შეაფასა და გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Unian ავრცელებს.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვატიკანში ვიზიტის დროს რომის პაპ ფრანცისკესგან უნიკალური მედალი „მსოფლიოს მფარველი ანგელოზი“ მიიღო.

კალიფორნიაში 6 ივლისის ღამეს 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ასეთი სიმძლავრის ბიძგები ამ შტატში 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ახალ პრეზიდენტად იტალიელი დევიდ სასოლი აირჩიეს. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად სასოლის ხმა ევროპარლამენტის 345-მა წევრმა მისცა, სულ 677 ვალიდური ხმა დაფიქსირდა.

პაპუა-ახალ გვინეაში ვულკან ულავუნის ამოფრქვევის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუცია განხორციელდა. ვულკანის ამოფრქვევის გამო რამდენიმე ათეული შიდა და საერთაშორისო ავიარეისი გადაიდო.

ავღანეთში რადიკალური დაჯგუფება თალიბანის თავდასხმის შედეგად 24 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბაგლანის პროვინციაში მოხდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიას - „ახალ ძალთა მოძრაობას“ უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სააპელაციო საჩივარი…

აპენინებზე ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი დაიღუპა. განგაშის ყველაზე მაღალი – წითელი დონე იტალიის 16 მსხვილ ქალაქშია გამოცხადებული, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]