weather cur horoscope tv
დეკემბერი 12, 2019

პუტინმა ინგუშეთის ახალ ხელმძღვანელად მაჰმუდ-ალი კალიმატოვი დანიშნა

11:23 ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 hits 440

იუნუს-ბეკ ევკუროვს გადადგომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მაჰმუდ-ალი კალიმატოვი დანიშნა. კალომატოვი 2004–2007 წლებში ინგუშეთის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კალიმატოვი, რომელიც 60 წლისაა, 2015 წლიდან ბუნებრივი რესურსების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის - „როსპრიროდნადზორის“ სამმართველოს უფროსი იყო სამარის ოლქში, მანამდე ამავე რეგიონის გუბერნატორის მრჩევლად და პროკურორად მუშაობდა.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე ვლადიმერ პუტინი იუნუს-ბეკ ევკუროვს შეხვდა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ევკუროვმა თქვა, მისი აზრით, რესპუბლიკას ახალი გუნდი და ხალხი სჭირდება.

იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც თითქმის 11 წელი მართავდა ინგუშეთს, თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე თითქმის ოთხი წლით ადრე გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]