weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13:16 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 566 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სომხური მედია დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ერონული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა კიდევ 18 ადამიანი, 240 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

11 ივნისის დილის მდგომარეობით, სომხეთის საავადმყოფოებში კორონავირუსით 8876 ადამიანია მოთავსებული. ბოლო 24 საათში გარდაცვლილები 58-დან 81 წლამდე მამაკაცები არიან, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში ტესტირება სულ 75 389 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსის 14 669 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 5466 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის მიზეზით 245 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა, ხოლო 14 მაისს ერთი თვით, 13 ივნისამდე გახანგრძლივდა.

 

ამ თემაზე:

სომხეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]