weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერა ჯარის მოთხოვნა იყო – ფაშინიანი

13:16 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამის აუცილებლობაში ჯარმა დაარწმუნა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ჯარი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ასეთი ნაბიჯის აუცილებლობას. ჯარი ამბობდა, რომ საჭიროა შეჩერება, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელთა გადასაჭრელად ან პერსპექტივა არ ჩანს, ან მათი გადაჭრის რესურსი ამოწურულია“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში იყო პრობლემები რეზერვის მობილიზაციასთან დაკავშირებითაც.

„მათ, ვინც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ, შემცვლელი არ ჰყავდათ. მებრძოლებს დასვენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ფრონტის ხაზზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზედიზედ ერთი თვის განმავლობაში არ შეცვლილან.

შედეგად, სომხეთის და არცახის რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია ომის დასრულება რაც შეიძლება მალე, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გაცილებით მძიმე იქნება“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გასულ ღამეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღო სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების შეფასების შედეგად, რომლებიც ყველაზე უკეთ ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში; ასევე იმ რწმენით, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციაში.

დღეს დილით განცხადება გაავრცელა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა. მისი თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე დღეში მთელ არცახს (მთიან ყარაბაღს) დაკარგავდნენ და უფრო მეტი მსხვერპლი ექნებოდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]