weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

აზერბაიჯანში ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენა არ დასტურდება – საგარეო უწყება

16:45 სამშაბათი, 09 მარტი 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

„გადამოწმდა რამდენიმე წყარო, მათ შორის ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები - ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომუნიკაცია იყო აზერბაიჯანულ მხარესთან. არცერთმა წყარომ არ დაადასტურა ინფორმაცია და არც აღნიშნული ცნობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულების არსებობა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონის სოფელ ფალდარლოში საგანძური აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, თამარ მეფეს უკავშირდება. ამავე ცნობებით, აღმოჩენის ადგილს ჯარი იცავს და იქაურობას აზერბაიჯანელი არქეოლოგები თხრიან.

 

ამ თემაზე:

ჰერეთში აღმოჩენაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]