weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რამზან კადიროვმა არჩევნებში ხმების 99.7% მიიღო

19:10 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში რამზან კადიროვმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 99.7% მიიღო. მის კონკურენტებს - ისა ხაჯიმურადოვს 0.15%-მა მისცა ხმა, ხოლო ხალიდ ნაკაევს - 0.12%-მა.

კადიროვი რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი იყო. მიმდინარე წლის ივნისში მას პირადად ვლადიმერ პუტინმა ურჩია, ჩეჩნეთის მეთაურის თანამდებობაზე კენჭი კიდევ ერთხელ ეყარა.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის არჩევნების დროს, მას ხმა ამომრჩეველთა 97.56%-მა მისცა.

კადიროვის მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამის შესახებ რუსეთში მომუშავე უფლებადამცველებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ ანგარიშშია ნათქვამი.

რამზან კადიროვის სახელს უკავშირებენ რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფი მისი კრიტიკოსების მკვლელობის არაერთ ფაქტს, ისევე როგორც ჩეჩნეთში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ მუქარას, მათზე ძალადობას, დევნასა და შევიწროებას.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ჩეჩნეთის ხელისუფლებას ხელყოფილი აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სასამართლო სისტემა არის რეპრესიების განხორციელების საშუალება მათ მიმართ, ვინც კადიროვის დანაშაულებებს ააშკარავებს. მძიმე მდგომარეობაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც.

2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამზან კადროვი, მისი მეუღლე და ორი შვილი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში კადიროვის მონაწილეობის გამო მიიღო. მანამდე, 2017 წლიდან რამზან კადიროვი უკვე იყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ე.წ. მაგნიტსკის სიაში, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]