weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პუტინის მრჩევლად ჩეჩენი მაღალჩინოსანი აბუბაქრ ედელგერიევი დაინიშნა

14:29 შაბათი, 23 ივნისი 2018

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მრჩევლად ჩეჩნეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აბუბაქრ ედელგერიევი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ის გამორჩეულად პასუხისმგებლიანი და ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწეა. აქვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება. ბოლო ექვსი წელი მთავრობას ხელმძღვანელობდა. მან შეძლო მინისტრთა კაბინეტის მობილიზება ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარების ამოცანების გადასაჭრელად“, – განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ედელგერიევის დაწინაურებასთან დაკავშირებით.

კადიროვი დარწმუნებულია, რომ აბუბაქრ ედელგერიევი „მაღალ ნდობას“ გაამართლებს.

აბუბაქრ ედელგერიევის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩეჩნეთიდან წარადგინეს პროექტი, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას და გამშვები პუნქტის მოწყობას ითვალისწინებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]