weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

კავკასია

საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის მხარდამჭერებმა სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განაახლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ საერთაშორისო აეროპორტისკენ, საქართველოსა და ირანისკენ მიმავალი საავტომობილო გზები გადაკეტეს.

1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის არჩევის წინააღმდეგ მისცა ხმა. პაშინიანის კანდიდატურას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55 კი წინააღმდეგი იყო.

სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე უარი თქვა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის თაობაზე განცხადება 28 აპრილს პარტიის პრესსპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა გააკეთა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე 33-სართულიან ბიზნეს-ცენტრში, რომელიც ცნობილია როგორც „ტრამპ თაუერი“, ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი მე-13 სართულიდან მე-20 სართულამდე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქცია „ელკმა“ საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამ თანამდებობის დასაკავებლად მას მხარი პარლამენტის 53-მა წევრმა უნდა დაუჭიროს. „ელკი“ პარლამენტში ცხრა დეპუტატით არის წარმოდგენილი, კიდევ…

ჩეჩნეთში სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს პატიმრობის ვადა 9 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ტიტიევი 11 იანვარს მარიხუანის შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შაქის სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. „კავკაზსი უზელის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთის შესრულებად შეაფასეს. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს…

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რომელიც პარლამენტმა თანამდებობაზე 17 აპრილს აირჩია, დღეს გადადგა. მის გადადგომას წინ 10-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა. ერევანში გამოსული ათასობით ადამიანი ხელისუფლებაში სარგსიანის დარჩენის წინააღმდეგი იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ხალხმრავალი საპროტესტო აქციების შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სარგსიანის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის მეთაური, ხალხს ბოლოჯერ მიმართავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]