weather cur horoscope tv
აგვისტო 13, 2020

კავკასია

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველომ რაღაცები ჩეჩნეთის ლიდერისგან, რამზან კადიროვისგან უნდა ისწავლოს. ამის შესახებ გავრილოვმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში თქვა.

იუნუს-ბეკ ევკუროვს გადადგომის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მაჰმუდ-ალი კალიმატოვი დანიშნა. კალომატოვი 2004–2007 წლებში ინგუშეთის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაური იუნუს-ბეკ ევკუროვი უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან გუშინ, სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა.

ტერორისტული ორგანიზაციის - „ისლამური სახელმწიფოს“ კავკასიის წარმომადგენლობამ პასუხისმგებლობა აიღო ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სამართალდამცველებზე მომხდარ თავდასხმაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია SITE ავრცელებს.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებული ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ Telegram-ზე გამოაქვეყნა.

აზერბაიჯანში, სოფელ ბიუკესიკის ბაზრობაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაიღუპა ოთხი, ხოლო დაიჭრა რვა ადამიანი.

შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბ UFC–ის დაღესტნელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვრის გახმაურებულ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე ახალი საგზაო ნიშნის -„ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“ - განთავსებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გააკრიტიკა დაღესტნელები, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს.

შალინის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩეჩენი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი, რომელიც დიდი რაოდენობით მარიხუანის შენახვისთვისაა მსჯავრდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მცხოვრები და 2000-იან წლებში, რუსი სამხედროების სპეცოპერაციების მიმდინარეობისას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 20 ადამიანის ნათესავებს რუსეთმა 1.64 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]