weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კევინ ჰარტი ოსკარების ცერემონიას აღარ გაუძღვება

10:43 პარასკევი, 07 დეკემბერი 2018

კომიკოსი მსახიობი კევინ ჰარტი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიას აღარ წაიყვანს, რისი მიზეზიც მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გახდა. კევინ ჰარტმა ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნის საპასუხოდ ბოდიში არ მოიხადა „ტვიტერზე“ ადრე გამოქვეყნებული ჰომოფობიური ხუმრობების გამო, რის შედეგადაც იგი ოსკარების წამყვანობიდან მოხსნეს.

მას შემდეგ, რაც კევინ ჰარტი ცერემონიის წამყვანად დაამტკიცეს, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო, რისი მიზეზიც კომიკოსის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ჰომოფობიური და ლგბტ თემის საწინააღმდეგო გამონათქვამები იყო.

ავსტრალიაში მყოფი კევინ ჰარტის თქმით, ამერიკის კინოაკადემიამ, რომელიც ოსკარის ჯილდოს ყოველწლიურად გასცემს, მას ულტიმატუმი წაუყენა: ან ბოდიში საჯაროდ მოეხადა ძველი პოსტების გამო, ან წამყვანობა დაეთმო.

კომედიანტმა მსახიობმა მოგვიანებით ლგბტ თემს ბოდიში მაინც მოუხადა და განაცხადა, რომ მისი მიზანი საზოგადოების გაერთიანება და არა გახლეჩაა. კინოაკადემიას კი კევინ ჰარტმა მადლობა გადაუხადა და იმედი დაიტოვა, რომ მომავალში კვლავ შეძლებს მასთან თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოების 91-ე ცერემონია 24 თებერვალს, ლოს ანჯელესში, ტრადიციულად „დოლბის“ თეატრში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]