weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზაზა ხალვაშის „ნამე“ ოსკარისთვის ბრძოლას გამოეთიშა

21:46 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

ამერიკის კინოაკადემიამ იმ ცხრა არაამერიკული ფილმისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებენ. სამწუხაროდ ე.წ. დეკემბრის მოკლე სიაში ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი ფილმი, რეჟისორ ზაზა ხალვაშის დრამა „ნამე“.

9 ფილმისგან შემდგარ ჩამონათვალში ძირითადად ის გამორჩეული ფილმები მოხვდნენ, რომლებიც აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენის ფავორიტებადაც მოიაზრებოდნენ. მათი უმეტესობა წლის განმავლობაში სხვადასხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე იყო ნაჩვენები და არაერთი კინოჯილდოს მოპოვებაც მოახერხეს.

მიუხედავად ამისა, ისიც საგულისხმოა, რომ ხსენებულ გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა იტალიის (Dogman, მატეო გარონე), უნგრეთის (Sunset, ლასლო ნემეში), შვედეთისა (Border, ალი აბასი) და ბელგიის (Girl, ლუკას დონტი) რჩეული ფილმები, რომლებსაც ასევე მოიაზრებდნენ საოსკარე კანდიდატებად.

ამერიკის კინოაკადემიის მიერ არჩეული ცხრა ფილმი, რომელთაგანაც საბოლოოდ ხუთი შეირჩევა და ოსკარის ნომინაციას მოიპოვებს, ესენია:

Birds of Passage / Pájaros de verano (კოლუმბია, რეჟ: კრისტინა გალიეგო & სირო გერა)

The Guilty / Den skyldige (დანია, რეჟ: გუსტავ მიოლერი)

Never Look Away / Werk ohne Autor (გერმანია, რეჟ: ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკი)

Shoplifters / 万引き家族 (იაპონია, რეჟ: ჰიროკაზუ კორე-ედა)

Ayka / Айка (ყაზახეთი, რეჟ: სერგეი დვორცევოი)

Capernaum / کفرناحوم (ლიბანი, რეჟ: ნადინ ლაბაკი)

Roma (მექსიკა, რეჟ: ალფონსო კუარონი)

Cold War / Zimna wojna (პოლონეთი, რეჟ: პაველ პავლიკოვსკი)

Burning / 버닝 (სამხრეთ კორეა, რეჟ: ჩან-დუნ ლი)

აღსანიშნავია, რომ კინოაკადემიის მიერ დასახელებული ცხრა კანდიდატიდან ოთხი (გერმანია, იაპონია, ლიბანი, მექსიკა) წინა კვირას გამოცხადებულ ოქროს გლობუსების ნომინანტებში მოხვდა.

წინასწარი პროგნოზებით, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარის მოპოვების შანსი კანის წლევანდელი კინოფესტივალის გამარჯვებულ იაპონურ ფილმს, ვენეციის წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებულ ალფონსო კუარონის მექსიკურ სურათსა და ევროპული კინოაკადემიის ტრიუმფატორ პოლონურ დრამას აქვს.

შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოვების რიგით 91-ე ცერემონია 2018 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]