weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

არლის მუზეუმში ფიროსმანი ვან გოგთან ერთად გამოიფინება

16:41 სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ალბერტინას მუზეუმის შემდეგ ფიროსმანის ნახატები საფრანგეთის ქალაქ არლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ვინსენტ ვან გოგის შედევრებთან ერთად გამოიფინება.

ქალაქ არლში, სადაც ჰოლანდიელმა მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, ერთობლივი გამოფენა 2019 წლის მარტშია დაგეგმილი.

ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანის ექსპოზიცია კლოდ მონესთან და მარკ შაგალთან ერთად 2019 წლის 27 იანვრამდე დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ალბერტინას მუზეუმში გამართული გამოფენის შემდეგ ფიროსმანის ნამუშევრების ფასმა საერთაშორისო აუქციონებზე მოიმატა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]