weather cur horoscope tv
აპრილი 06, 2020

მსახიობი ლიუკ პერი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:31 სამშაბათი, 05 მარტი 2019 hits 471

სერიალების - „ბევერლი ჰილზისა“ და „რივერდეილის“ ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი ლიუკ პერი 52 წლის ასაკში, ინსულტით გამოწვეული გართულებებით დაიღუპა.

მსახიობს ინსულტი გარდაცვალებამდე ზუსტად ერთ კვირით ადრე, ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში დაემართა. ლიუკ პერის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ჰქონდა ნიშნობა ვენდი მედისონ ბაუერთან.

ლიუკ პერი ტელევარსკვლავი ახალგაზრდული გასართობი სერიალით, „ბევერლი ჰილზით“ (1990-2000) გახდა. ითამაშა რამდენიმე სერიალში (Oz, Jeremiah, Windfall, Riverdale), მხათვრულ ფილმებში კი ნაკლებად ცნობილი, ეპიზოდური როლები ჰქონდა.

მსახიობის უკანასკნელი როლი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმშია, სადაც მან 1960-70-იანი წლების მსახიობის, უეინ მონდერის გამოგონილი ალტერ-ეგო სკოტ ლანსერი განასახიერა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]