weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ტარანტინოს ახალ ფილმს ახალი მსახიობები შეუერთდნენ

11:41 ხუთშაბათი, 07 ივნისი 2018

კვენტინ ტარანტინოს რიგით მე-9 მხატვრული ფილმის სამსახიობო გუნდს მსახიობთა ახალი ჯგუფი დაემატა. დაკოტა ფენინგი ჩარლზ მენსონის სექტის წევრ ლინეტ ფრომს განასახიერებს, სერიალ Homeland-ის ინგლისელი მსახიობი დამიან ლუისი კი - ჰოლივუდის 1960-იანი წლების ვარსკვლავ სტივ მაკქვინს.

ტარანტინოს ახალ ფილმში მარგო რობი, კურტ რასელი, მაიკლ მადსენი და ტიმ როთი ითამაშებენ

რაც შეეხება ფილმ „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time in Hollywood) დამატებულ სხვა ახალ მსახიობებს, ემილ ჰირში მენსონის სექტის მიერ მოკლული ერთ-ერთი მსხვერპლის, სტილისტ ჯეი სებრინგის როლს შეასრულებს, ნიკოლას ჰემონდი კი - მსახიობისა და რეჟისორის, სემ ვანამაკერისას. მეორეხარისხოვან პერსონაჟების როლებზე ფილმში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ: ლიუკ პერი, კლიფტონ კოლინს უმცროსი და კიტ ჯეფერსონი.

შეგახსენებთ, რომ ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი შეასრულებენ, 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა. აღნიშნული თარიღი ჩარლზ მენსონის სექტის მიერ მხეცურად ჩადენილი მკვლელობების 50 წლისთავს ემთხვევა - 1969 წლის 9 აგვისტოს, კომუნა „ოჯახის“ ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე სახლზე თავდასხმა უბრძანა. მენსონის სექტამ სახლის ხუთი მაცხოვრებელი, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ცხრა თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი მოკლა. აღნიშნული მოვლენა კვენტინ ტარანტინოს ახალი მხატვრული სურათის ერთგვარი ფონი იქნება - ფილმის სიუჟეტი სწორედ იგივე დროს განვითარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]