weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერის ვიდეოკლიპი მზადაა

11:19 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

წლევანდელ ევროვიზიაზე საქართველოს რჩეული კონკურსანტის, ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე შექმნილი კლიპის სატელევიზიო პრეზენტაცია პირველი არხის ეთერში შედგა. ვიდეორგოლი ხელმისაწვდომია ევროვიზიის Youtube-ის ოფიციალურ არხსა და ვებგვერდ www.1tv.ge-ზე.

ოთო ნემსაძის საკონკურსო სიმღერაზე „სულ წინ იარე“, ვიდეოკლიპის გადაღებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. კლიპზე რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ იმუშავა. სიმღერის მუსიკა ეკუთვნის რომა გიორგაძეს, ტექსტი კი – დიანა გიორგაძეს.

როგორც ოთო ნემსაძემ ვიდეორგოლის პრეზენტაციისას აღნიშნა, მისთვის კლიპი ძალიან ემოციურია.

„აფხაზეთის და სამაჩაბლოს ხმა წელს ევროვიზიაზე ძალიან მკაფიოდ იჟღერებს. მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და სამაჩაბლოელ და-ძმებს, დედებსა და მამებს, იცოდეთ, რომ აქეთ ყველას ახსოვხართ, ყველას უყვარხართ და ყოველთვის იქ ხართ, სადაც საქართველოა“, - განაცხადა ოთო ნემსაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის წლევანდელი კონკურსი 14-18 მაისს, ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გაიმართება.

 

ამ თემაზე:

თამთა გოდუაძე ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გამოვა

საფრანგეთს ევროვიზიაზე ბილალ ჰასანი წარადგენს

უკრაინა ევროვიზიაზე მონაწილეობას არ მიიღებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]