weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ცუდმა ხალხმა“ ლონდონის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

10:56 პარასკევი, 19 აპრილი 2019

რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ ლონდონში, საერთაშორისო ფესტივალზე (Discover Film Festival) საუკეთესო დრამატული ჯილდოს მფლობელი გახდა.

90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაზე გადაღებული სურათის მსოფლიო პრემიერა, 25 მარტს, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმს რედლაინის საერთაშორისო კინოფესტივალზეც აქვს ჯილდოები მოპოვებული.

ფილმში ვახო ჩაჩანიძე, ჯანო იზორია და დავით კვირცხალია მონაწილეობენ, ეპიზოდურ როლს ასრულებს რეჟისორი დიტო ცინცაძე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]