weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

10:43 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ, რომელიც ოსკარების დაჯილდოების ცერემონიით არის ცნობილი, 842 ახალი წევრი აირჩია. მათ შორის არის ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე.

წელს აკადემიის წევრები ასევე გახდნენ ლედი გაგა, ადელი, ქრისტოფერ მილერი, ფილ ლორდი, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი, გემა ჩანი და სხვები.

კინოაკადემიას უკვე ჰყავს ორი ქართველი წევრი - რეჟისორები ზაზა ურუშაძე და ნანა ჯორჯაძე.

რამდენიმე თვის წინ გიორგი შველიძემ, რომელიც ფილმ „ნამეს“ ოპერატორია, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდო მიიღო. მას Spotlight Award გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]