weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კოშკების გამაგრების მოთხოვნით უშგულის შესასვლელი გადაკეტეს [Photos]

17:03 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ უშგულში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი ჩამოშლილი კოშკის რესტავრაციას, დაზიანებული კოშკების გამაგრებას და ზვავისგან დამცავი მოწყობილობის დამონტაჟებას ითხოვენ.

როგორც „რეგინფოს“ დავით გირგვლიანმა უთხრა, 1987 წელს ამ სოფელში უკვე იყო ზვავი და მას შემდეგ, უშგულელებს ზამთარში მუდმივი საფრთხის ქვეშ ცხოვრება უწევთ.

„ვიდრე ამ კოშკებს გაამაგრებენ, მთავარი მოთხოვნაა, რომ ზვავისგან დამცავი აპარატურა დაამონტაჟონ, კოშკები რომ გააკეთონ და ზვავი წამოვიდეს, შესაძლოა, ისევ დააზიანოს. ზამთარში, როდესაც უხვი ნალექი და თოვლია, უშგულში ცხოვრება საშიშია. რეალურად ეს ხალხი ცხოვრობს შიშის ქვეშ. მეორე საშიშროება კი ის არის, რომ დანგრევის პირას მყოფი კოშკებიდან შეიძლება რაღაც გადმოვარდეს და ადამიანი იმსხვერპლოს.

ამ ხალხს ბევრი დაპირებები მისცეს, თუმცა არაფერი შეუსრულეს. ხდება მათი საჭიროებების, მათი უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უგულებელყოფა. მთის კანონიდანაც არანაირი სარგებელი არ არის. ამ ყველაფერმა იმოქმედა ამ ადამიანებზეც და აპროტესტებენ ამ მძიმე ვითარებას“, – ამბობს დავით გირგვლიანი.

მისივე თქმით, ადგილობრივებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა სურთ.

უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკის ზედა ნაწილი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩამოიშალა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, კოშკი უკვე იდენტიფიცირებული ჰქონდათ, როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა და მისი რეაბილიტაცია იგეგმებოდა. მათივე თქმით, კოშკი აღდგენას ექვემდებარება და შესაბამისი სამუშაოები წელსვე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]