weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან ხელშეკრულება გაწყვიტა

16:55 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021

ქართველო პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს აღარ უხელმძღვანელებს. როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიღებულია გადაწყვეტილება გაფორმებული ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის საფუძველზე გაწყვეტის შესახებ.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანანიაშვილმა თავისი ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად პანდემიით გამოწვეული სირთულეები და ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომლის წინაშეც მისი საბალეტო დასი დადგა.

9 იანვარს რუსულმა თეატრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ანანიაშვილთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აჩერებდნენ. მათი განმარტებით, დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში მანამდე გავრცელდა, ვიდრე ნინო ანიანიაშვილს კოლექტივს ოფიციალურად წარუდგენდნენ, რაც, თეატრის შეფასებით, „დასის წევრების მიმართ უპატივცემულობის უკიდურესი დონეა“.

ხელშეკრულების საბოლოოდ გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმერ კეხმანსა და ნინო ანიანიაშვილს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]