weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ძეგლთა დაცვის სააგენტოს მუცოს პროექტზე ტენდერის გამოცხადება დაავიწყდა – წულუკიანი

18:42 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხევსურეთში, ციხე-სოფელ მუცოს რესტავრაციის შეჩერების მიზეზი ის გახდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ტენდერის გამოცხადება დაავიწყდა. პარლამენტში გამოსვლის დროს წულუკიანმა სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე მიუთითა. 

„როდესაც დავინიშნე მინისტრად, მაშინ მუცოს პროექტი მიმდინარე სტატუსის მქონე იყო, მაგრამ შემდეგ შევიტყვე, რომ თვითონ პროექტი არ მიმდინარეობდა და როდესაც კითხვა დავსვი, რატომ, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მიპასუხა, რომ ტენდერის გამოცხადება დაავიწყდათ. როდესაც ეს გამოირკვა, ამ ტენდერს ჩვენ უკვე ვერ გამოვაცხადებდით, ვინაიდან მუცოში არ არის ის კლიმატური პირობები, ტენდერს რომ გამოაცხადებ და შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სამუშაოები აწარმოო. ამიტომ ჩვენ მომავალი საბიუჯეტო წლის დასაწყისიდანვე მუცოსთან დაკავშირებით, იმ ეტაპის სამშაოებზე, რომელებიც გაჩერდა, ტენდერს გამოვაცხადებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება პირიქითა ხევსურეთში სოფელ ამღის აღდგენას, თეა წულუკიანმა პირობა დადო, რომ ამაზე ზრუნვა იანვრიდან დაიწყება. მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის თანხები მოსაძიებელი იქნება. 

„ალბათ, იქ ჯერ კვლევითი და მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ზუსტად რომ დავინახოთ, რა თანხები შეიძლება დაგვჭირდეს და თუ შევძლებთ, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ეს თანხები მოვიძიოთ ან თუნდაც დავიწყოთ მაინც ამ პროექტის დაძვრა მკვდარი წერილიდან. ამის შესახებ აბსოლუტური მზაობა მაქვს“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ციხე-სოფელ მუცოს რესტავრაცია, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობდა, შეჩერდა. „მთის ამბების“ ცნობით, აღსადგენი დარჩა შეთეკაურების ზედა უბანი, საბრძოლო კოშკი, ბროლისკალოს წმინდა გიორგის სალოცავი და თორღვას ციხე-სახლი. 

რაც შეეხება ისტორიული სოფლის - ამღის რესტავრაციას, ამასთან დაკავშირებით დაპირება ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დადო. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში სამუშაოების ხარჯები გათვალისწინებული იქნებოდა და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობის აღდგენა დაიწყებოდა. ერთი წლის წინ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ამღის რესტავრაციას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფონდი „ქართუ“ 2021 წელს დაიწყებდა.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 2021 წლის მარტში დაინიშნა. ერთი თვის შემდეგ თანამდებობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ნიკოლოზ ანთიძემ დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]