weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2021

თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ფინალურ ტურში ვერ გადავიდა

10:50 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 hits 2102

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში, რომელშიც 18 შემსრულებელი მონაწილეობდა, ქართველი კონკურსანტი თაკო გაჩეჩილაძე მე-2 ნომრად გამოვიდა. სიმღერით “Keep the Faith”, გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა.

თაკო გაჩეჩილაძემ სცენაზე გამოსვლამდე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქართველი შემსრულებელი „მამაო ჩვენოს“ ლოცულობს.

კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრის სცენაზე ქართველმა მომღერალმა თავის და ანრის ჯოხაძის მიერ დაწერილი სიმღერა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის რიგით 62-ე კონკურსი საქართველოსთვის საიუბილეო მე-10 იყო.

მეორე ნახევარფინალური ტური 11 მაისს ჩატარდება და სხვა 18 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას, ფინალური ტური კი 13 მაისს გაიმართება. ფინალში გამოსვლის უფლება ნახევაფინალის გარეშე უკრაინამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოიპოვეს. რაც შეეხება რუსეთის წარმომადგენელ კონკურსანტს, იგი პოლიტიკური მოტივით ევროვიზიის კონკურსიდან დაწყებამდე მოხსნეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]