weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კანის 70-ე კინოფესტივალი დღეს გაიხსნება

09:34 ოთხშაბათი, 17 მაისი 2017

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა, კანის რიგით 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის გახსნისა და დახურვის ცერემონიის წამყვანი იტალიელი კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი იქნება, დღეს რეჟისორ არნო დეპლეშენის დრამა „ისმაელის მოჩვენებების“ (Les Fantômes d'Ismaël) კონკურსგარეშე ჩვენებით გაიხსნება.

საპრიზო კონკურსში მთავარი ჯილდოს, „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად 19 ფილმი იბრძოლებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან აქვთ ჩატანილი შემოქმედებით ჯგუფებს.

კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია

წინასწარი პროგნოზებით, ჯილდოების მოპოვების კარგი შანსები მიხაელ ჰანეკეს, ფრანსუა ოზონის, ჯუნ-ჰო პონის, მიშელ ჰაზანავიჩუსის, ჟაკ დუაიონის, იორგოს ლანთიმოსისა და ტოდ ჰეინსის ნამუშევრებს აქვთ.

გამარჯვებულ ფილმსა და საპრიზო ადგილებს 28 მაისს ფესტივალის ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტი აღიარებული ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარია. ჟიურის სრული შემადგენლობა კი ასეთია: ჯესიკა ჩესტეინი (ამერიკელი მსახიობი), უილ სმიტი (ამერიკელი მსახიობი), ბინბინ ფანი (ჩინელი მსახიობი), ანიეს ჟაუი (ფრანგი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი), პაოლო სორენტინო (იტალიელი რეჟისორი), მარენ ადე (გერმანელი რეჟისორი), ჩჰან-უკ პაკი (სამხრეთ კორეელი რეჟისორი), გაბრიელ იარედი (ლიბანელი კომპოზიტორი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]