weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კულტურა

„ვიკიპედიის“ საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს ძეგლები“ მესტიის კოშკების ამსახველი ფოტო 15 საუკეთსო ნამუშევარს შორის მოხვდა. კონკურსში მონაწილეობას 10 ათასზე მეტი ფოტოგრაფი იღებდა. მათ მიერ ატვირთული ნამუშევრებიდან საერთაშორისო ჟიურიმ 489 გამოარჩია.

ქართველი მომღერალი, 21 წლის ნათია თოდუა The Voice of Germany-ის („გერმანიის ხმა“) გამარჯვებული გახდა. ის 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტს შორის მოხვდა და ფინალურ შოუში მაყურებელთა ხმების 50.10% მიიღო.

ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, სათაურით „8 წუთი“, პორტუგალიაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა.

15 დეკემბერს ქართული ლიტერატურული კონკურსის, „წერო 2017”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამი გამარჯვებული მკითხველთა შეფასებების მიხედვით დასახელდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრი, მსახიობი დიმიტრი ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ ბულგარულ ენაზე ხელმეორედ გამოიცა. მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები 1970-იან წლებში მარია ხაჯიევამ თარგმნა, ახალი გამოცემა კი ბულგარეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდებში შევიდა, როგორც პლანეტის უძველესი ღვინის ნიმუში. რეკორდი უძველესი ღვინის აღმოჩენის მიხედვით დაფიქსირდა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს ეკუთვნის.

საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გელათის სამონასტრო კომპლექსის უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დაიწყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თბილისში, პოპულარული ინგლისელი მუსიკოსის, ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება. ინფორმაცია საერთაშორისო საპრომოუტერო კომპანია Black Pearl Live-ის წარმომადგენლებმა დღეს გაავრცელეს.

თბილისში გამართული 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა, ინგლისურენოვანი სიმღერით - „Wings“. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო და ქართველ კონკურსანტ გრიგოლ ყიფშიძეს 3 ქულით…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]