weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები შეაფერხა – დანელია

00:23 პარასკევი, 08 მარტი 2019

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, მიწის მორატურიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა, რის გამოც ამ დარგში დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლები შევიდა.

მიწის მორატორიუმის შესახებ დანელიამ პარლამენტში, 7 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

„აუცილებლად ხაზი მინდა, გავუსვა და დავაფიქსირო, თუ ვაღიარო, როგორც გნებავთ, ამას არ აქვს ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა, მათ შორის მიწის მორატორიუმმა მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები.

ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით, 1500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 მილიონით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი სტიმულირება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

2017 წლის 16 ივნისს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში განახორციელა ცვლილება, რომლითაც უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულზე) საკუთრების უფლება შეეზღუდა.

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, ის ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით. ორგანული კანონი ჯერ მიღებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]