weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2019

წითელი ტყემლის ნიმუშებში არასაკვები საღებავი არ აღმოჩნდა – მარნეულის ქარხანა

10:47 შაბათი, 21 სექტემბერი 2019 hits 1808

შპს „მარნეულის სასურსათი ქარხანა“ აცხადებს, რომ გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის დასკვნით, წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა.

„23 აგვისტოს კომპანიამ თავისი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისთვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

ლაბორატორიის დასკვნაში მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის - „სუდან 1“-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს „სუდან 1“-ის არცერთ ელემენტს“, – აცხადებს კომპანია.

აგვისტოში „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ გამოაქვეყნა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, არასაკვები დანიშნულების საღებავები იყო აღმოჩენილი. ასეთ პროდუქტებს შორის შპს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული ტრადიციული წითელი ტყემალიც მოხვდა. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ სასურსათო ქარხანამ აღნიშნული პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა და განაცხადა, რომ გამოყენებულ ყველა დამხმარე მასალასა და მზა პროდუქტს ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]