weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფრენების აღდგენის და კარანტინის გაუქმების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა

17:11 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020
ფოტო © BM.ge ფოტო © BM.ge

ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა თბილისში აქცია – „გადავარჩინოთ ტურიზმი“ გამართეს. მათი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ე.წ. წვანე ზონის ქვეყნებთან და გაუქმდეს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობაში მონაწილეობა დაახლოებით 400-მა ადამიანმა მიიღო.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა და მომსახურების სფეროში დასაქმებულება, ვინც საზღვრების ჩაკეტვის გამო ოთხი თვეა უმუშევრად არიან დარჩენილები, მსვლელობა გაბრიაძის თეტრიდან დაიწყეს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციით დაასრულეს.

„უმთავრესი პრობლემაა ის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ზამთარი. ფაქტობივად გადარჩენისთვის ვიბრძვით. ტურისტულ სფეროში უამრავი ბიზნესია ჩართული - ტურისტული კომპანიები, გიდები, რესტორნები, კაფე-ბარები, სამხატვრო სალონები და ა.შ. იქ დასაქმებული ხალხი დღესდღეისობით ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

ჩვენი მთვარი მოთხოვნაა, მოხდეს რეგულარული ავიამიმოსვლა ე.წ. მწვანე ზონის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ეს შესაძლებელია, მოგვეცენ გადარჩენის საშუალება.

ვითხოვთ განმარტებას, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გადავრჩეთ, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ზამთარი? ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრების პირასაა“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელმა, სალომე ჩაჩხუნაშვილმა.

აქციაზე მოითხოვეს, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენების გრაფიკი შეიმუშავოს და დააკმაყოფილოს ბიზნესის მოთხოვნები ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით.

ერთი კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის - გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უპირობოდ გახსნა დაანონსა, ხოლო ევროკავშირის 11 ქვეყნის - იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია - მოქალაქეებს, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. ამ 11 ქვეყნიდან ნაწილმა საქართველო ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა, ნაწილმა კი სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესა.

საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ უცხოელი ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან შეძლებდა, თუმცა ივნისის ბოლო კვირაში ცნობილი გახდა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

დღევანდელი აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მთავრობა რეგულარული ფრენების აღდგენას არც პირველი აგვისტოდან აპირებს.

 

ამ თემაზე:

მეწარმეებს თუ ჰგონიათ, საზღვრების გახსნით შემოსავალი მოემატებათ, ცდებიან - მაჭავარიანი

ფრენები აღდგება როცა იქნება საჭირო, არავინ დაზარალდება – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]