weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყველამ ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია – ეკონომიკის მინისტრის მოწოდება

17:46 ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში ამჯერად თუშეთს ეწვია და გასტროტურში მიიღო მონაწილება. მინისტრი საქართველოში მოგზაურობისკენ მოქალაქეებსაც მოუწოდებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს თუშური ხინკლისა და კოტორის მასტერკლასებში.

„დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და შეფერხებებია საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენ დავინახეთ ამაში შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოაჩინოს ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თურნავასთან ერთად თუშეთში იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

დღეს თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა. მათი თქმით, გადარჩენისთვის იბრძვიან და ხელისუფლების მისამართით ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ე.წ. წვანე ზონის ქვეყნებთან რაც შეიძლება მალე აღდგეს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა და გაუქმდეს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი. აქციაზე გამოსულები შიშობენ, რომ მთავრობა რეგულარულ ავიამიმოსვლას არც პირველი აგვისტოდან აღადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]