weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩვენი მოტივაცია ადამიანების დაცვაა - თურნავა რეგულარული ფრენების შეჩერებაზე

14:49 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

„ჩვენ აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის ეს ტაქტიკა მაისშივე იყო ცნობილი.

თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობასა და დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

„რაც შეეხება Wizzair-სა და Ryanair-ს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ Wizz Air-ი შემოსულიყო 2016 წელს საქართველოში; 2019 წელს, რომ არსებითად გაეფართოებინა არეალი და ამავე წელს შემოსულიყო Ryanair-ი. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა.

ჩვენ მათთან ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ ფრენების იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე, რაც მათთვისაც იქნება კომერციულად მიმზიდველი, მაგრამ ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად.

ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენს შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია, არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობის არ არსებობს.

თუ კი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა, პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს, ამიტომ ჩემთვის ცოტა უცნაურია სხვადასხვა ტიპის შეკითხვები - ამის გამო ხომ არ ხდება ან იმის გამო. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია - ეს არის ადამიანების დაცვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ორი დღის წინ, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ დაბალბიუჯეტური კომპანიები საქართველოს მთავრობას ბოლოს ათზე მეტი მიმართულებით ფრენას სთავაზობდნენ, რაც კვირაში 20-ზე მეტი ავიარეისია. თურნავას განმარტებით, ეს ადამიანსების ძალიან დიდ ნაკადს ნიშნავს.  

„ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, აგვისტოში რეგულარულ ფრენებს შეასრულებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით, ასევე Air France-ი - პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით. გარდა ამისა, კომერციულ ჩარტერულ რეისებს გაგრძელებს კომპანია „აირზენა“, ძირითადად ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით.

8 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ყველა სახის ვიზიტის განხორციელება მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის საშუალებით ეძლევათ და ორკვირიანი კარანტინის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

15 ივლისს ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა თბილისში აქცია გამართეს და ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან რეგულარული საჰარო მიმოსვლის აღდგენა, ასევე სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გაუქმება მოითხოვეს. მათი თქმით, ტურიზმს გადარჩენა სჭირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]