weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2020

ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება

11:45 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 hits 452

ავტოიმპორტიორებისთვის ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და შესაბამისი დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა.

„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საუბარია 30 მილიონ ლარზე მეტ შეღავათზე, რომელიც 24 000 ავტომფლობელს შეეხება.

ფინანსთა სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]