weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

რომელ ბიზნესებს დაუსუბსიდირდებათ დენის ტარიფი – მთავრობის დადგენილება

15:19 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 hits 119

მთავრობამ დადგენილებით განსაზღვრა ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ნაწილობრივ დაუსუბსიდირდებათ. სუბსიდირება ეხება ელექტროენერგიის ძველ და ახალ სამომხმარებლო ტარიფებს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს.

დადგენილების მიხედვით, სუბსიდირება ეხება შემდეგ დარგებს: მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის; მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.

მეწარმე სუბიექტმა ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე განცხადება უნდა შეავსოს. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი 11-15 თეთრით გაეზარდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]