weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„აგარის შაქრის“ ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობას 1 აპრილიდან განაახლებს

19:28 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022
ფოტო პროფკავშირების გაერთიანების არქივიდან ფოტო პროფკავშირების გაერთიანების არქივიდან

1 აპრილიდან „აგარის შაქრის“ ქარხანა სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ქარხნის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათბილაძე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგ თქვა, რომ აპრილიდან უზრუნველყოფილი იქნება შაქრის შეუფერხებელი მიწოდება. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში საკმარისი მარაგებია.

2021 წლის ბოლოდან „აგარის შაქარი“ დროებით კონსერვაციის რეჟიმზე იყო გადასული და მუშაობის განხლებას გაზაფხულზე აპირებდა.

შაქარი ერთ-ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტია, რომელზეც მაღაზიებში დეფიციტი შეიქმნა, რაც, დისტრიბუტორების განცხადებით, ე.წ. პანიკური და ჭარბი შესყიდვებით არის გამოწვეული. მომხმარებელთა ნაწილი შიშობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისა და უკრაინის მიერ შაქრის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, პროდუქტის შეძენას ვეღარ შეძლებს.

„რეგინფო“ წერდა, რომ საქართველო შაქარს ძირითადად, ბრაზილიიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან ყიდულობს. უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მე-8, ხოლო რუსეთი მე-12 ადგილზეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]