weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კომპანია „თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს

13:42 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

ღვინის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „თბილღვინომ“ რუსეთთთან ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩერა და ამ ქვეყანის ბაზარზე ღვინოს აღარ გაიტანეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რუსეთის ბაზარს აქამდე მათი წლიური გაყიდვების 21% ეკავა.

„მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა შევაჩეროთ. ბოლოდროინდელი მოვლენები და ამით გამოწვეული გლობალური წნეხი რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და ზოგადად, დიდ ცვლილებას მოასწავებს ლოგისტიკურ ჯაჭვშიც. ამასთან, ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის საბანკო და ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას. უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან, კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების განხილვა, მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე“, – აცხადებს ზურა მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი.

„თბილღვინო“ ღვინის ექსპორტიორი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი ვენახები კახეთში – ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში მდებარეობს.

2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთი და უკრაინა ქართული ღვინის ორი უმსხვილესი მომხმარებელია – 2021 წელს მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში ღვინის ექსპორტით შემოვიდა საქართველოში 155.9 მილიონი დოლარი, რაც მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 65%-ია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წელს ღვინის საერთო ექსპორტში რუსეთის წილმა 57% შეადგინა.

„რეგინფო“ წერდა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, უკრაინაში ქართული ღვინის გატანა შეუძლებელი გახდა, დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა კი რუსეთში ექსპორტი შეაფერხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]