weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ეკონომიკა

„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი თვითმიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის („ჯი–აი–ჯი“) გენერალური დირექტორის მრჩეველი, პარლამენტის ყოფილი წევრი „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკას ინდუსტრიული წარმოების განვითარება აკლია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. გვირაბი, რომელიც ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და კობთან დასრულდება. 

ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობის მიზნით ახალი ინიციატივა მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილების თანახმად, ნატურალური რძე და მისგან წარმოებული პროდუქტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ინიციატივით გამოდის, 2500 ლარს ზევით არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს. ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ქვეყანა 500 მილიონამდე ლარის…

ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ჯიშურ სიმდიდრეზე, რაც ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით განსაკუთრებით…

ფინკა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა შესრულებულია და განაგრძობს ფინკას გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში. ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4.4 ათასი ტონა ატამი, რაც 3.5 ათასი ტონით (5-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება…

2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 151 მგზავრს მოემსახურა, რაც 31 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1 607 892 მგზავრი). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]